Back მხარს ვუჭერთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას Pro Bono მომსახურების დანერგვაში

მხარს ვუჭერთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას Pro Bono მომსახურების დანერგვაში

25-26 სექტემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტის საჭიროებების კვლევასთან დაკავშირებული ორდღიანი შეხვედრა გაიმართა.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა არსებული Pro Bono მომსახურების შეფასება და აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის კონცეფციის შემუშავება. ექსპერტმა გამართა ორმხრივი შეხვედრები ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებსა და იმ ადვოკატებთან, რომლებიც Pro Bono სერვისების გაცემასთან დაკავშირებულ საპილოტე პროექტში მონაწილეობენ. ასევე ესაუბრა აღნიშნული პროექტის მხარდამჭერებსა და ბენეფიციარებს, სხვა ასოციაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და უფასო იურიდიული დახმარების სამსახურს.

შეგროვებული ინფორმაცია შესაძლებლობას მისცემს ექსპერტს, შექმნას კონცეფცია, რომელიც Pro Bono მომსახურებას ერთიან ჩარჩოში წარმოადგენს, მიმოიხილავს სერვისების ისე დანერგვის მაგალითებს, რომ არ გადაფაროს უფასო იურიდიული დახმარების არსებული შესაძლებლობები.

„ასოციაციის Pro Bono სერვისების დახვეწის მიზნით, მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნებში კარგი პრაქტიკის მაგალითების გაცნობა და დისკუსია ევროპის საბჭოს კვალიფიციურ ექსპერტებთან. ეს დაგვეხმარება, რომ ჩვენი სერვისი კიდევ მეტი ადამიანისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი და ხარისხობრივადაც გავაუმჯობესოთ,“ - აღნიშნა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა.

შეხვედრა ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის რესპუბლიკის, ნორვეგიის, სლოვაკეთის რესპუბლიკისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page