Back მხარს ვუჭერთ გენერალურ პროკურატურას შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე პროკურორების სპეციალიზაციის მიზნით

მხარს ვუჭერთ გენერალურ პროკურატურას შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე პროკურორების სპეციალიზაციის მიზნით

2020 წლის 4-7 აგვისტოს ევროპის საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა ოთხდღიანი ტრენინგი სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე პროკურორებისთვის, რომლებიც სპეციალიზებული არიან შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის მიზნით. ტრენინგ პროგრამა სამართლებრივ ნაწილთან ერთად, მოიცავდა დისკრიმინაციული ქცევის ფსიქოლოგიურ ასპექტებს, მოძალადის და მსხვერპლის მახასიათებლებს და მსხვერპლისთვის მეგობრული გარემოს შექმნის ტექნიკებს.

აღნიშნული ტრენინგი იყო ევროპის საბჭოსა და გენერალური პროკურატურის ხანგრძლივი თანამშრომლობის შედეგი. ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობამ ხელი შეუწყო შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლაზე პროკურორების სპეციალიზაციას. 2020 წლის 1 სექტემბერს ძალაში შედის გენერალური პროკურორის მიერ გამოცემული ბრძანება, რომლის  თანახმად მხოლოდ ის პროკურორები იქნებიან უფლებამოსილი იმუშაონ შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებზე, ვინც გაიარა ტრენინგი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებაზე.

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ქვეშ დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

4-7 აგვისტო, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page