Back

მხარს ვუჭერთ დისკუსიებს ტრომსო კონვენციის ირგვლივ

7 ივლისი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
  • Imprimer en PDF
მხარს ვუჭერთ დისკუსიებს ტრომსო კონვენციის ირგვლივ

ევროპის საბჭომ და სახალხო დამცველის აპარატმა გამართეს ერთობლივი ონლაინ კონფერენცია „ოფიციალურ დოკუმენტებზე წვდომის შესახებ კონვენცია (თრომსოს კონვენცია): საქართველოს პერსპექტივა“. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოში დაინტერესებული მხარეებისათვის აღნიშნული კონვენციისა და მისი მონიტორინგის მექანიზმის წარდგენა.

შეხვედრა გახსნეს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, ვაჰაგ მურადიანმა. შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოებისა წარმომადგენლები.

ევროპის საბჭოს ექსპერტმა წარადგინა თრომსოს კონვენცია, მისი მთავარი მოთხოვნები და სხვა ქვეყნების მიერ მისი იმპლემენტაციის მაგალითები. სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ინფორმაციაზე წვდომის მხრივ საქართველოში არსებულ გარემოზე და მედიის გამოწვევებზე ამ მხრივ. გაიმართა დისკუსია თრომსოს კონვენციის გავლენაზე საქართველოზე იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მის რატიფიცირებას მოახდენს.

ევროპის საბჭო განაგრძობს საქართველოში ინფორმაციაზე წვდომის საკითხებზე მუშაობას, მათ შორის, ამ თემაზე მსჯელობის ხელშეწყობას. 

ონლაინ კონფერენცია გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის „მედიის თავისუფლების, ინტერნეტ მმართველობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფინანსური მხარდაჭერით.