Back საქართველოში სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტი მონაწილეობს დისკუსიაში საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ

საქართველოში სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტი მონაწილეობს დისკუსიაში საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ

2017 წლის 3-4 დეკემბერს სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა ბორჯომში მე-3 შეხვედრა გამართა, რათა განეხილა საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტები რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში. შეხვედრა გახსნა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მან ხაზგასმით ისაუბრა უახლეს საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელთა მიზანიცაა საკონსტიტუციო გარანტიების გაძლიერება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრებმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა იმსჯელეს კანონმდებლობის შეცვლის გზებზე, რაც მიზნად ისახავს ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობისა და სასამართლო გადაწყვეტილებათა გაჭიანურების შემცირებას, ასევე  მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების საფუძვლების განჭვრეტას. შეხვედრაზე განხილულ საკანონმდებლო ცვლილებებზე კომენტარი გააკეთა ევროპის საბჭოს ესპერტმა, მოსამართლე გერჰარდ რაისნერმა. მან წარმოდგენილი ცვლილებები მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად შეაფასა. სამუშაო ჯგუფის წევრები ინტერესით მოეკიდნენ მოწოდებულ საექსპერტო ხედვას, რისი მიზანიცაა კანონპროექტის ცვლილებებისათვის დასრულებული სახის მიცემა და მათი პარლამენტში წარსადგენად მომზადება.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა დონორი ორგანიზაციების ერთობლივი ორგანიზებით. მასში მონაწილეობდნენ ევროპის საბჭოს პროექტი „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“,  პროექტი „ევროკავშირი საქართველოსთვის: მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა“ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში”, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტი (EWMI/PROLoG).

ევროპის საბჭოს პროექტი - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის რესპუბლიკის, ნორვეგიის, სლოვაკეთისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page