Back

სტუდენტები და ახალგაზრდა აქტივისტები ეცნობიან ცნობიერების ამაღლების კამპანიის საუკეთესო მაგალითებს

სტუდენტები და ახალგაზრდა აქტივისტები ეცნობიან ცნობიერების ამაღლების კამპანიის საუკეთესო მაგალითებს

12, 13 და 14 დეკემბერს, თბილისში, ბათუმსა და მარნეულში  ევროპის საბჭომ გამართა საინფორმაციო სესიები თემაზე  „არა სიძულვილის ენას: ცნობიერების ამაღლების კამპანიის საუკეთესო მაგალითები.“

მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმართვაზე, რომელიც დამყარებული იყო არა სიძულვილის ენას მოძრაობის საუკეთესო მაგალითებზე. ეს ახალგაზრდული კამანია ევროპის სამჭომ სიძულვილის ენასთან საბრძოლველად და ადამინის ულფებების დასაცავად წამოიწყო.

ადგილობრივი და საერთაშორისო კამპანიის აქტივისტებმა ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე, ცონიბიერების ამაღლების კრეატიულ მეთოდებსა და გამოწვევებზე. შეხვედრაზე ისაუბრეს კამპანიის მიზნებზე, დისკრიმინაციაზე, სიძულვილის ენასა და  ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე. 

საინფორმაციო შეხვედრებს, რომლებიც გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მარნეულის ახალგაზრდულ ცენტრში ესწრებოდნენ სტუდენტები, ახალგაზრდა აქტივისტები და სამოქალაქო სექტორის  წარმომადგენლები. მარნეულში საინფორმაციო სესია სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით გაიმართა.

საინფორმაციო სესიები ჩატარდა თანამშრომლობის პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით საქართველოში.