Back საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი: ტრენინგ საჭიროებების ანალიზი ეფექტიანი კომუნიკაციის მოდულის განვითარებისთვის

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი: ტრენინგ საჭიროებების ანალიზი ეფექტიანი კომუნიკაციის მოდულის განვითარებისთვის

2017 წლის 17 ოქტომბერს თბილისში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერებმა მონაწილეობა მიიღეს კომუნიკაციის მოდულის საჭიროებების დამდგენ სემინარში, რომელსაც უღძვებოდა ადგილობრივი ექსპერტი და ტრენერი თორნიკე გურული. აღნიშნული სერმინარის მიზანს წარმოადგენდა ტრენინგის მონაწილეების საჭიროებების და მოდულის საკითხების განსაზღვრა. ეფექტიანი კომუნიკაციის მოდული შევა იუსტიციის უმაღლესი სკოლის განგრძობითი სწავლების კურიკულუმში სასამართლო მენეჯერებისა და თანამშრომლებისთვის.

სემინარის მონაწილეებმა- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავჯდომარემ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშორმლებმა- განიხილეს სასამართლოს ადმინისტრაციისა და სასამართლოს მომხმარებლების ურთიერთდამოკიდებულების გამოწვევები.

როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ბ-ნ დიმიტრი გვრიტიშვილმა, აღნიშნა „ტრენინგი გათვლილია სასამართლოს ადმინისტრაციისა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობის ხარისხის გაუმჯობესებაზე. თუკი იუსტიციის უმაღლესი სკოლა გააგრძლებს ასეთი ტიპის ტრენინგების ჩატარებას ინტენსიურად, განსაკუთრებით საქართველოს დასავლეთ რეგიონში ძალიან სასარგებლო იქნება მთლიანად სასამართლო სისტემისთვის“.

აღნიშნული სემინარის შედეგად, განისაზღვრა დეკემბერში დაგეგმილი ტრენერთა ტრენინიგის მიზნები და დღის წესრიგის წინასწარი ვერსია.

ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ბულგარეთის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, სლოვაკეთის, ლიტვის და შვედეთის მიერ განხორციელებული შემოწირულობებით, საქართველო-ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ქვეშ.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page