Back საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი: ტრენერთა ტრენინგი ადამიანებით ვაჭრობაში

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი: ტრენერთა ტრენინგი ადამიანებით ვაჭრობაში

2017 წლის 19-20 ოქტომბერს თბილისში, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიმართა ტრენერთა ტრენინგი ადამიანებით ვაჭრობაში, რომელსაც უძღვებოდა ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტი. ორდღიანი ტრენერთა ტრენინგის მიზანი იყო სექტემბერში ჩატარებული ტრენინ საჭიროებების სესიის გაგრძელება და აღნიშნულ თემაზე საპილოტე ტრენინგისთვის მომზადება. ამ ციკლის დასრულების შემდეგ, ადამიანებით ვაჭრობის შესახებ მოდული შევა იუსტიციის უმაღლესი სკოლის განგრძობითი სწავლების კურიკულუმში მოსამართლეებისთვის.

ტრენინგის მონაწილეებმა- მოსამართლეებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოდან, სააპელაციო სასამართლოდან და  იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლებმა- საფუძვლიანად განიხილეს არსებული საერთაშორისო სტანდარტები, ცენტრალური საკითხები, შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა. ტრენერთა ტრენინგის შედეგად, შემუშავდა და შეთანხმდა საპილოტე ტრენინგის დღის წესრიგი, რომელიც მოსამართლეებს ა.წ. დეკემბერში ჩაუტარდებათ.   

ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ბულგარეთის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, სლოვაკეთის, ლიტვის და შვედეთის მიერ განხორციელებული შემოწირულობებით, საქართველო-ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ქვეშ.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page