Back საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი: ტრენინგ საჭიროებების ანალიზი ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი: ტრენინგ საჭიროებების ანალიზი ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე

2017 წლის 20 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგ საჭიროებების შეფასების სემინარში ოჯახში ძალადობასა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ, რომელიც ორგანიზებული იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის და თბილისში ევროპის საბჭოს ოფისის მიერ. სემინარის მიზანი იყო ზემოაღნიშნულ თემაზე მოსამართლეების საჭიროებებზე მორგებული მოდულის მომზადება.

სემინარს უძღვებოდა ქართველი ექსპერტი გაეროს ქალთა ორგანიზაციიდან, რომელსაც ესწრებოდა იუსტიცის უმაღლესი სკოლის ოთხი მოსამართლე-ტრენერი. თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა დისკუსიის რეჟიმში განიხილეს მათ სასამართლოებში არსებული რთული საქმეები, დაზარალებულ ქალთა ჩვენებებთან დაკავშირებული პრობლემები და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა საქმეები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დამცავ ორდერებს, რომელსაც პოლიციის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლო გასცემს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, გოჩა აბუსერიძის თქმით „ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები განსაკუთრებით გავრცელებულია ჩვენი ქვეყნის რეგიონებში, სადაც ნაკლებია ამ თემაზე ინფორმირებულობა. მოსამართლეებისთვის სასარგებლო იქნება არა მარტო პრობლემის არსი გაგება, არამედ საქმის დეტალების სიღრმისეულად შესწავლა, რაც მათ  სასამართლოს განხილვის დროს დაეხმარებათ".  სემინარის შედეგად განისაზღვრა მომავალი სასწავლო მოდულისთვის პირველადი სტრუქტურა,  საჭირო მასალების ნუსხა და ტრენერთა ტრენინგის თარიღი.

ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ბულგარეთის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, სლოვაკეთის, ლიტვის და შვედეთის მიერ განხორციელებული შემოწირულობებით, საქართველო-ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ქვეშ.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page