Back კასკადური ტრენინგები პროკურორებისთვის დაიწყო

კასკადური ტრენინგები პროკურორებისთვის დაიწყო

პროკურორების მიერ აღკვეთის ღონისძიებების პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით ევროპის საბჭომ გენერალური პროკურატურის ოფისთან ერთად დაიწყო კასკადური ტრენინგები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლთან დაკავშირებულ საკითხებზე: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება. ევროპის საბჭოს მიერ გადამზადებული ტრენერი პროკურორები ჩაატარებენ ტრენინგებს კოლეგებისთვის აღკვეთის ღონისძიებების გამოყენებაზე ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დაწესებული სტანდარტების შესაბამისად. კასკადურ ტრენინგებს წინ უძღოდა ორი ტრენერთა ტრენინგი და პროკურორების საჭიროებების მიხედვით ტრენინგ კურსის შემუშავება.

პროექტის განმავლობაში დაგეგმილია ყველა პროკურორის გადამზადება და ამ გზით აღკვეთის ღონისძიებაზე ეროვნული პრაქტიკის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის  შესაბამისობაში მოყვანის ხელშეწყობა.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“ ფარგლებში.

თბილისი, საქართველო 24-25 სექტემბერი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page