Back

სოციალური მედია და მართლმსაჯულება - თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევები

თბილისი, საქართველო 13 აპრილი 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
  • Imprimer en PDF
სოციალური მედია და მართლმსაჯულება - თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევები

13 აპრილს სოციალური მედიისა და მართლმსაჯულების საკითხებზე გაიმართა დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში, სოციალური მედიისა და ეთიკის ჭრილში არსებული სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გამოხატვის თავისუფლებასა და ეთიკის საკითხებზე სოციალურ მედიაში. ღონისძიება წარმოადგენდა ერთგვარ პლატფორმას, სადაც დამოუკიდებელი ინსპექტორის ოფისისა და ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წარმომადგენლები ერთმანეთს უზიარებდნენ გამოცდილებას, არსებულ პრაქტიკასა და ძირითად გამოწვევებს სოციალურ მედიაში ეთიკის საკითხებზე საქმეების განხილვისას.  ასევე, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით შეხვედრაზე ისაუბრეს მოსამართლეებისა და ადვოკათტა პროფესიაში არსებულ საერთო საკითხებზე.

სოციალური მედიის განვითარებამ წარმოქმნა ახალი გამოწვევები იმ ორგანოებისთვისაც, რომლებიც ეთიკის სტანდარტების დადგენაზე არიან პასუხისმგებელნი.  შედეგად, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სასამართლო ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მაგალითების გაზიარება, რაც შეხვედრის მონაწილეების შესაძლებობების განვითარებას შეუწყობს ხელს.

დისკუსია გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის რესპუბლიკის, ლატვიის, ნორვეგიის, სლოვაკეთის რესპუბლიკისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.