Back დისტანციური სწავლების მეორე კურსი ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობაზე

დისტანციური სწავლების მეორე კურსი ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობაზე

12 ივნისს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში ქართველმა პროკურორებმა ინსპექტორებთან, ინსტრუქტორებთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს HELP-ის მეორე კურსის გახსნაში, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობას შეეხება. აღნიშნული კურსი პროკურორების პირველმა ჯგუფმა უკვე  დაასრულა წარმატებით და  მალე სერტიფიკატებითაც მიიღებენ.

მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საქმეებზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. მან ასევე  მადლიერება გამოხატა ევროპის საბჭოს მიმართ, რომლის დახმარებითაც მის თანამშრომლებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა მიეცათ.   

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ, ყურადღება გაამახვილა ევროპის საბჭოს კარგი თანამშრომლობის პრაქტიკაზე საქართველოს მთავარ პროკურატურასთან, პარლამენტთან და სახალხო დამცველის ოფისთან განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველომ 2017 წელს მოხდინა ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიკაცია ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციის შესახებ( სტამბოლის კონვენცია).

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს რომ მის თანამშრომლებს აქვთ შესაძლებლობა გაიარონ დისტანციური სწავლების კურსი ისეთი მაღალი ინტერესის მქონე საკითხზე, როგორიც ეს ქალთა მიმართ ძალადობაა. მან ასევე ხაზი გაუსვა რამოდენიმე მიმდინარე რეფორმას, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს, კერძოდ ოჯახში ძალადობასა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე მომუშავე პოლიციის ოფიცრებისა და ინსპექტორების სპეციალიზებული სწავლება და გადამზადება.

ევროპის საბჭოს HELP-ის პროგრამის პრეზენტაცია HELP-ის განყოფილების წარმომადგენელმა ანა-მარია ტელბისმა გააკეთა და მონაწილეებს კურსის მეთოდოლოგია და პლატფორმის მუშაობის ტექნიკური მახასიათებლები გააცნო.

საქართველოში კურსს  საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებების სამმართველოს უფროსი, სალომე შენგელია უხელმძღვანელებს, რომელმაც იმსჯელა ევროპულ და ეროვნულ სტანდარტებზე და კანონებზე ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. აღნიშნული ღონისძიების შემდეგ მონაწილეები შეუდგებიან  კურსის 3 თვიან დისტანციურ სწავლებას.

ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული ეს კურსი მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე სასამართლო რეაგირების გაუჯობესებას და დამნაშავეთა სამართლებრივი დევნისას მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. კურსი ფარავს როგორც საერთაშორისო, ასევე ევროპულ სამართლებრივ ჩარჩოს, განსაკუთრებული აქცენტით სტამბოლის კონვენციაზე და პრეცედენტულ სამართალს, რომელიც მართავს ქალების და გოგონების მიმართ ძალადობის პრევენციას და მათ დაცვას ძალადობისგან.

კურსი ხელმისაწვდომია ინგლისურად შემდეგ ბმულზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ კურსის მოკლე აღწერა.

12 ივნისი 2018
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page