Back HELP_ის მეორე ონლაინ კურსი თემაზე „სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენის დასაბუთება“

HELP_ის მეორე ონლაინ კურსი თემაზე „სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენის დასაბუთება“

30 აპრილს ევროპის საბჭომ და ევროკავშირმა იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით ოფიციალურად გახსნეს HELP-ის ონლაინ კურსი „სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენის დასაბუთება“. კურსი ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე და ამჟამად მას გაივლის ოცდაათამდე მოსამართლე შვიდი კვირის განმავლობაში.

HELP_ის კურსი შეიქმნა მოსამართლეების საჭიროებების მიხედვით, რათა მათ შეძლონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენებისა და პრეცედენტული საქმეების თავიანთ განაჩენებში გამოყენება. კურსი არის ინტერაქტიული და მოიცავს შვიდ მოდულს, რომელთა შორის არის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება და განაჩენის დასაბუთება. ადგილობრივმა ექსპერტებმა მოახდინეს ონლაინ კურსის ქართულ სამართლებრივ სისტემასთან ადაპტირება და ისინი ასევე უხელმძღვანელებენ ონლაინ სწავლების პროცესს. აღნიშნული კურსი ხელს უწყობს ევროპული კონვენციის სტანდარტების ადგილობრივ სასამართლოებში დამკვიდრების პროცესს.

HELP-ის ონლაინ კურსი ორგანიზებულია ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ პროგრამა პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის ფარგლებში.

თბილისი, საქართველო
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page