Back საერთო სასამართლოებში სტაჟირების გავლის წესთან დაკავშირებით რეკომენდაციები შემუშავდა

საერთო სასამართლოებში სტაჟირების გავლის წესთან დაკავშირებით რეკომენდაციები შემუშავდა

ევროპის საბჭომ წარადგინა კვლევის შედეგები და რეკომენდაციები საქართველოს საერთო სასამართლოებში სტაჟირების მეტად ეფექტიანი მოდელის შესაქმნელად.

საერთაშორისო ექსპერტმა შეაფასა სტაჟირების არსებული მოდელი და შეიმუშავა გაუმჯობესებული ვარიანტი, რომელიც ევროპულ სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას ითვალისწინებს. რეკომენდაციები ეყრდნობა ორ ძირითად მიმართულებას: ანაზღაურების შემოღება და სტაჟირების პერიოდის პროფესიულ სტაჟში ჩათვლა.

რეკომენდაციები ასევე მიმოიხილავს სტაჟირების პროცესს მთლიანობაში, რომელიც მოიცავს დავალებების მიცემას, შეფასების სისტემას, ხელმძღვანელის შერჩევასა და ტრენინგებს.

აღნიშნული რეკომენდაციების წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს მეტად ეფექტიან უკუკავშირს, ასევე შეფასების კრიტერიუმებისა და ნათელი სამუშაო აღწერილობების ჩამოყალიბებას, რაც სასამართლო სისტემაში ახალი კადრების ინტერესს გაზრდის.

ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის რესპუბლიკის, ლატვიის, ნორვეგიის, სლოვაკეთის რესპუბლიკისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

თბილისი, საქართველო 6 მაისი, 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page