Back სახალხო დამცველის წარმომადგენლების ვიზიტი ირლანდიაში - სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკების გაცნობის მიზნით

სახალხო დამცველის წარმომადგენლების ვიზიტი ირლანდიაში - სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკების გაცნობის მიზნით

2022 წლის 20-22 ივლისს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სასწავლო ვიზიტში დუბლინში, სადაც შეხვედრები გამართეს ადამიანის უფლებათა და თანასწორობის კომისიის წარმომადგენლებთან, ირლანდიის ომბუდსმენისა და ირლანდიის ბავშვთა ომბუდსმენის ოფისის თანამშრომლებთან, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

გამართული შეხვედრების ფარგლებში აპარატის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია ორგანიზაციების უფლებამოსილების, სტრუქტურის, მათი საქმიანობის თავისებურებების შესახებ. სასწავლო ვიზიტის მთავარი ამოცანის და გეგმის შესაბამისად, ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მასპინძელი ორგანიზაციების გამოცდილებას ევროპის სოციალური ქარტიის ალტერნატიული ანგარიშების მომზადების, სამუშაოს დაგეგმვის, მათ მიერ სოციალური უფლებების მონიტორინგის, შესაბამისი ინფორამციის შეგროვება/დამუშავების და ევროპის სოციალური ქარტიის იმპლემენტაციაში ჩართულობის თაობაზე.

სახელმწიფოს მხრიდან, სოციალური ქარტიის შესაბამისი მუხლების რატიფიცირების მნიშვნელობაზე ისაუბრეს ასევე, არასამთავრობოს ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე. განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული კოლექტიური საჩივრების პროცედურაზე.

თამარ გვარამაძემ, სახალხო დამცვერლის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ძალიან სასარგებლო იყო ირლანდიის ადამიანის უფლებათა და თანასწორობის კომისიის კოლეგების, ირლანდიის ომბუდსმენისა და ირლანდიის ბავშვთა ომბუდსმენის, შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაზიარებული ინფორმაცია და გამოცდილება. სახალხო დამცველის აპარატი მათ შეხედულებებსა და რჩევებს გაითვალისწინებს მის სამომავლო საქმიანობაში. უკვე განსაზღვრულია წარმოდგენილი გეგმების პრაქტიკაში განხორციელების გზები.

სასწვალო ვიზიტი ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი წარმოადგენს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ სამოქმედო გეგმის ნაწილს.

20-22 ივლისი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page