Back საარჩევნო პროცესებში ქალთა მონაწილეობის წახალისება

საარჩევნო პროცესებში ქალთა მონაწილეობის წახალისება

2022 წლის 28-29 სექტემბერს, ევროპის საბჭოს ორგანიზებით და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან თანამშრომლობით, გაიმართა ტრენინგი თემაზე - “საარჩევნო პროცესებში ქალთა მონაწილეობის წახალისება”.

 

ტრენინგზე პოლიტიკური პარტიების ქალმა წარმომადგენლებმა იმსჯელეს საერთაშორისო და ადგილობრივ ინსტრუმენტებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ საარჩევნო პროცესებში გენდერულ თანასწორობას. მონაწილეებმა ასევე შეიძინეს ქალთა პოლიტიკური გაძლიერებისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარები.

 

ტრენინგის გახსნისას მონაწილეებს სიტყვით მიმართეს:  ფრანკ დეშლერმა, ევროპის საბჭოს არჩევნებისა და თანამონაწილეობითი დემოკრატიის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, გიორგი კალანდარიშვილმა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ,  მაია ზარიძე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ და  ნათია ზაალიშვილმა, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორმა. გამომსვლელებმა ისაუბრეს საარჩევნო პროცესებში ქალთა როლის მნიშვნელობაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა აქტიური მონაწილეობის გაძლიერების აუცილებლობაზე.

 

პოლიტიკური გაერთიანებების - ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საქართველოსათვის, ლელო, პატრიოტთა ალიანსი, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპელი სოციალისტები და ევროპელი დემოკრატები - მოძრაობა თავისუფლებისთვის - ქალმა წარმომადგენლებმა განიხილეს შემდეგი მნიშვნელოვანი თემები: საარჩევნო სისტემების გავლენა ქალთა წარმომადგენლობაზე, დაბრკოლებები საარჩევნო პროცესებში ქალთა მონაწილეობაზე, დებატების კულტურა, ლიდერობა და კომუნიკაციის სტრატეგიები და სხვა. ევროპის საბჭოს სტანდარტები გენდერული თანასწორობის საკითხებში  და გადაწყვეტილების მიღებისას მამაკაცებისა და ქალების დაბალანსებული წარმომადგენლობის უზრუნველყოფა - ორდღიანი ინტენსიური სესიების თანმდევი საკითხი იყო.

 

პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის  წარმომადგენლებმა მოსაზრებები გაცვალეს არსებული გამოწვევების გადაწყვეტის შესაძლო გზებზე - თუ როგორ უნდა დაიძლიოს არსებული ბარიერები, რომლებსაც ქალები (კანდიდატები) აწყდებიან.

 

ევროპის საბჭოს საარჩევნო მხარდაჭერის პროექტი გააგრძელებს საარჩევნო საკითხებით დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის პლატფორმების ხელშეწყობას, რაც მიზნად ისახავს ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობის გაძლიერებას.

 

ტრენინგი გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში.

28-29 სექტემბერი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page