Back პროექტმა „დემოკრატია იწყება სკოლაში“ საბაზისო კვლევის განხორციელება დაიწყო

პროექტმა „დემოკრატია იწყება სკოლაში“ საბაზისო კვლევის განხორციელება დაიწყო

ევროპის საბჭოს პროექტმა „დემოკრატია იწყება სკოლაში“  საერთაშორისო ექსპერტის ტედ ჰადლსტონისა და ადგილობრივი ექსპერტის მაია არავიაშვილის დახმარებით,  საქართველოში სკოლების დემოკრატიული მმართელობისა და კულტურის სფეროში არსებული ვითარების შეფასება დაიწყო. 20-21 ივლისს გაიმართა ფოკუს ჯგუფები ექვსი სხვდასხვა რეგიონის საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებთან, ხოლო 28 ივლისს მოსწავლეებთან. შეხვედრების მთავარი მიზანი  დემოკრატიული მოქალაქეობისთვის განათლებისა და სკოლის დემოკრატიული მმართველობის სფეროში არსებული საჭიროებებისა და პრაქტიკის იდენტიფიცირება და გაანალიზება იყო. ამავე მიზნით, ექსპერტებმა გამართეს შეხვედრები განათლების სისტემის სხვადასხვა წარმომადგენელთან, მათ შორის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ფორუმსა და სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციასთან.

ევროპის საბჭო პროექტს „დემოკრატია იწყება სკოლაში-მოსწავლეთა ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სკოლასა და ადგილობრივ თემში“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page