Back ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განისაზღვრა საქართველოში ქონებრივი დეკლარაციების სფეროში არსებული პრიორიტეტები და გამოწვევები

ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განისაზღვრა საქართველოში ქონებრივი დეკლარაციების სფეროში არსებული პრიორიტეტები და გამოწვევები

საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელობამ, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, სამუშაო შეხვედრის დროს განიხილა ქონებრივი დეკლარაციების სისტემის ეფექტური იმპლემენტაციის საკითხები, მათ შორის დეკლარაციების წარდგენის შედარებითი პრაქტიკა და წარდგენის ალტერნატიული კრიტერიუმები, ასევე ქონებრივი დეკლარაციების წარუდგენლობის ან ქონების დამალვის შემთხვევაში სანქციების გამოყენების მექანიზმები. საჯარო სამსახურის ბიურო მხარს უჭერს საქართველოში საჯარო მოსამსახურეთა მიმართ ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარებას. შესაბამისად, მისი ერთ-ერთი უმთავრესი კომპეტენციაა საჯარო მოსამსახურეებისათვის ქონებრივი დეკლარაციების სქემების მართვა.

დისკუსიაში, რომელიც წარიმართა ეკონომიკური დანაშაულებისა და თანამშრომლობის განყოფილების მიერ, საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელმა განიხილა ის შესაძლებლობები, რომლებიც დაეხმარებიან სამსახურს უფლებამოსილების უკეთ განხორციელებაში შესაბამისი კარგი პრაქტიკის დანერგვის მეშვეობით. დისკუსიის შედეგების შესაბამისად, ეკონომიკური დანაშაულებისა და თანამშრომლობის განყოფილება საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით, განახორციელებს მხარდაჭერას ქონებრივი დეკლარაციების წარდგენისა და შემოწმების სისტემის ეფექტური განხორციელების მიმართულებით არსებული გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით.

ღონისძიება განხორციელდა პროექტის „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში“ მიერ, რომელიც ფინანსდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოსაგან და რომლის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ევროპის საბჭო პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის II ფარგლებში. 

29 მარტი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page