Back სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ მონაცემთა შეგროვების საერთო მეთოდოლოგიის პირველი შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ მონაცემთა შეგროვების საერთო მეთოდოლოგიის პირველი შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

ევროპის საბჭოს მხარდაჭერით გენერალურ პროკურატურასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და უზენაეს სასამართლოს ერთად დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის ერთიანი მეთოდოლოგიის პრეზენტაცია გაიმართა.

მონაცემთა შეგროვება ეფუძნება ახალ ერთიან მეთოდოლოგიას, რომელზეც    პროკურატურა, უზენაესმა სასამართლო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სტატისტიკის ეროვნული სამსახური შეთანხმდნენ მემორანდუმით. პროცესს კოორდინაციას უწევდა ევროპის საბჭო.

ონლაინ ღონისძიება ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ ვაჰაგ  მურადიანმა, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ გახსნეს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე ისაუბრეს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის მნიშვნელობაზე. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე საპილოტე რეჟიმში გამოქვეყნდა 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის სტატისტიკური ანგარიში შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის თაობაზე.

დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმი და სეგრეგირებული სტატისტიკური მონაცემები ქართულ და ინგლისურ ენებზე საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე.

2018 წლის სექტემბერიდან ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა“ ფარგლებში მხარს უჭერს დაინტერესებულ მხარეებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მონაცემთა შეგროვების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებაში. ინკლუზიური პროცესის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები მონაცემთა შეგროვების ახალი მეთოდოლოგიის შესახებ, სახელმძღვანელო პრინციპები და  მონაცემთა შეგროვების ფორმები რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) რეკომენდაციებისა და არსებული საჭიროებების შესაბამისად. 2020 წელს  პროკურატურამ, უზენაესმა სასამართლომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის შესახებ მონაცემთა ერთიანი სისტემის შესაქმნელად თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ მონაცემთა შეგროვების გასაუმჯობესებლად სამუშაო მეთოდი მოიცავდა დაინტერესებულ სამთავრობო და არასამთავრობო აქტორებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს პროცესში.

პროცესს მხარს უჭერს ევროპის საბჭოს პროექტი დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში, რომელიც ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

18 მარტი 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page