Back

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო დებულებების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვის დოკუმენტის პრეზენტაცია

25 მარტი 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
  • Imprimer en PDF
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო დებულებების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვის დოკუმენტის პრეზენტაცია

ევროპის საბჭომ და ევროკავშირმა წარადგინეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო დებულებების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვის დოკუმენტი. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საერთაშორისო ექსპერტები, სახელმწიფო ინსტიტუტების, სასამართლოს, სახალხო დამცველის ოფისის, პარლამენტის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დოკუმენტში მიმოხილულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან, სისხლის სამართლის კოდექსში სისხლის სამართლის საქმის წარმოების დებულებები და საქართველოს კანონი ოპერატიული საგამოძიებო საქმიანობის შესახებ. მიმოხილვაში ხაზგასმულია ის საკითხები, რომლებიც მოითხოვს უფრო მეტ ყურადღებას სახელმწიფო ხელისუფლებისა და კანონმდებლის მხრიდან. ეს არის საკითხები, რომლებიც ეხება კანონშემოქმედებითი საქმიანობის ტექნიკას , მოწყვლადი პირების პოზიციას, საჩივრების გამოძიების ღონისძიებებს და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას.

გარდა ამისა, მიმოხილვაში გამოყოფილია კონკრეტული დებულებები, რომლებიც საჭიროებს გაუმჯობესებას. ეს მოიცავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განხილვის ღონისძიებებს; მსხვერპლთა უფლებებს; ფარული საგამოძიებო ღონისძიებების  ჩატარებას; დაკავების ალტერნატიულ მექანიზმებს,  გირაოს შეფარდებას ; საპროცესო შეთანხმების წარმოებას; მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პროცედურის უზრუნველყოფას; სასჯელის დანიშვნისა და მოხდის საკითხებს.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს მიმოხილვის მიგნებები, სისხლის სამართლის არსებული სამართლებრივი ჩარჩო და პრაქტიკა. მათ ასევე, გაცვალეს იდეები  საჭირო სამომავლო ქმედებების შესახებ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ფარგლებში.