Back ევროპის საბჭომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ წარადგინეს 2021 წლის ერთობლივი პროექტების განხორციელების შედეგები და 2022 წელს დაგეგმილი ღონისძიებები

ევროპის საბჭომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ წარადგინეს 2021 წლის ერთობლივი პროექტების განხორციელების შედეგები და 2022 წელს დაგეგმილი ღონისძიებები

ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის II 2019-2022” ფარგლებში, საქართველოში ონლაინ ფორმატში გამართა მმართველი კომიტეტის შეხვედრა. ღონისძიების მიზანი იყო წარედგინა პროგრამის განოხორციელების მდგომარეობა და შედეგები, ასევე 2022 წლის გეგმები.

შეხვედრის დროს, მონაწილეებმა შეაფასეს პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობის“ ზეგავლენა შესრულებულ სამუშაოზე, სასამართლო რეფორმის, კორუფციასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის კუთხით, როგორც ეროვნულ, ასევე რეგიონულ დონეზე.

საქართველოში პროგრამის ფარგლებში, ხორციელდება ორი პროექტი (2019-2022) , რომელთა ბიუჯეტია 2.4 მილიონი ევრო.

აღნიშნული პროექტები ეხმარება საქართველოს მთავრობას კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესებაში, ასევე სასამრთლო რეფორმების განხორციელებასა და ქვეყანაში მეტად ეფექტიანი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის შექმნაში.

ქვეყნისთვის სპეციფიკური პროექტების გარდა, საქართველო ასევე ჩართულია ოთხ რეგიონულ პროექტში, რომლებიც მიმართულია ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის, ადვოკატის პროფესიის გაძლიერების, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ქალთა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენ. პროექტების საერთო ბიუჯეტი 3.7 მილიონი ევროა.

ევროკავშირი აღნიშნული პროექტების  80%-ს აფინანსებს,  ხოლო ევროპის საბჭო  20%-ს და პასუხისმგებელია მათ განხორციელებაზე.

ღონისძიება გახსნეს სიგრიდ ბრეტელმა, ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის ხელმძღვანელმა საქართველოში, ანა დობორჯგინიძემ, ევროპის საბჭოს სამმართველოს უფროსმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი და დელფინ ფრეიმანმა, პროგრამირების დეპარტამენტის უფროსმა, ევროპის საბჭოს პროგრამების გენერალური დირექტორატი.

 

პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის II (2019-2022) პროექტები საქართველოში

პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის II (2019-2022) რეგიონული პროექტები

ონლაინ ღონისძიება 11 მარტი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page