Back მშობელთა ჩართულობა შვილების წარმატებისთვის – პროექტი „დემოკრატია იწყება სკოლაში“

მშობელთა ჩართულობა შვილების წარმატებისთვის – პროექტი „დემოკრატია იწყება სკოლაში“

დემოკრატიული კულტურის ჩამოყალიბება სკოლიდან იწყება. სწორედ ამ მიდგომას ავითარებს ევროპის საბჭოს პროექტი "დემოკრატია იწყება სკოლაში" და საქართველოს საპილოტე სკოლების დემოკრატიული პრინციპით მართვას უწყობს ხელს სკოლის ადმინისტრაციასთან, მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან  და მშობლებთან თანამშრომლობით. 

"ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ მოსწავლეებში დემოკრატიული კულტურის ჩამოყალიბებასა და მოსწავლეთა მონაწილეობაზე სასწავლო თუ სხვა პროცესებში. რა არის აუცილებელი ამ ყველაფრისთვის საჭირო უნარების პრაქტიკაში განვითარება-გამოყენებისთვის? უპირველეს ყოვლისა, ცხადია, საჭიროა სათანადო გარემო, დემოკრატიული კულტურის მასაზრდოებელი, რაც გულისხმობს მოსწავლის სრულფასოვან წევრად აღიარებასა და ჩართვას იმ გადაწყვეტილებებში, რომლებიც მის აკადემიურ, პიროვნულ თუ, სამომავლოდ, პროფესიულ განვითარებას ეხება. სკოლის დემოკრატიული მმართველობისათვის და დემოკრატიული კულტურის განვითარებისათვის კი მნიშვნელოვანია მშობლის აქტიური ჩართულობა."- წერს პროექტის მენეჯერი თამუნია ჭინჭარაული სტატიაში, რომელიც ჟურნალში "სკოლის მართვა" გამოქვეყნდა. 

სტატიაში თამუნია ჭინჭარაული აღწერს, თუ როგორ ეხმარება პროექტი მშობლების მონაწილეობას სასკოლო პროცესში და რა გავლენა აქვთ მშობლებს შვილების ჩართულობაზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სკოლაში. ეს გამოცდილება სკოლაში არ რჩება და ახალგაზრდების ცხოვრების მანძილზე წარმატების მიღწევაში ეხმარება. 

პროექტი დაიწყო 2022 წელს და ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

წაიკითხეთ სტატია სრულად ქართულ ენაზე. (PDF)

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page