Back ონლაინ სამუშაო შეხვედრები ქალთა მიმართ ძალადობის დანაშაულებზე საქართველოში

ონლაინ სამუშაო შეხვედრები ქალთა მიმართ ძალადობის დანაშაულებზე საქართველოში

 სახალხო დამცველის ოფისმა, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით გამართა სამუშაო შეხვედრები შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან, სადაც მოხდა „ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება საქართველოში“ კვლევის მიგნებების განხილვა. კვლევა მომზადდა სახალხო დამცველის ოფისის მიერ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს თუ როგორ მოახდენენ კვლევის მიგნებების დანერგვას მათ სამომავლო საქმიანობაში.

“საქართველოში სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს კვლავ შეზღუდული აქვთ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა. კანონი, პროცედურები და პრაქტიკა იმგვარად უნდა დაიხვეწოს რომ დავწმუნდეთ რომ დამნაშავეები დაისჯებიან და მართლმსაჯულება განხორციელდება გენდერულად მგრძნობიარე მიდგომით, მსხვერპლის უფლებებისა და ღირსების დაცვით. სტამბოლის კონვენცია გვთავაზობს ჩარჩოს ამის მისაღწევად“, აცხადებს თამარ დეკანოსიდზე, ევროპის საბჭოს ექსპერტი და კვლევის ერთ-ერთი ავტორი.

ევროპის საბჭო აგრძელებს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ძალისხმევის მხარდაჭერას, რომ გააძლიერონ პოლიტიკური და ინსტიტუციური ჩარჩო ევროპული სტანდარტების, განსაკუთრებით კი ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენციის და სხვა გენდერული თანასწორობის სტანდარტების,  ეფექტიანი დანერგვისთვის.

ონლაინ სამუშაო შეხვედრები ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.

17, 19 და 26 მარტი 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page