Back ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია: „ძლიერი მრავალდონიანი მმართველობა მოითხოვს ძლიერ ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებას“, აღნიშნავს ბერნდ ვორინგერი

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია: „ძლიერი მრავალდონიანი მმართველობა მოითხოვს ძლიერ ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებას“, აღნიშნავს ბერნდ ვორინგერი

„ძლიერი მრავალდონიანი მმართველობა მოითხოვს ძლიერ ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებას, რომელიც აღჭურვილია სათანადო კომპეტენციებითა და ფინანსური რესურსებით. ეს თავის მხრივ, მოითხოვს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ზედმიწევნით განხორციელებას და რეგულარულ დიალოგსა და კონსულტაციებს, როგორც ამ მიზნის მიღწევის წინაპირობას“, - განაცხადა ბერნდ ვორინგერმა, ადგილობრივი ხელისუფლების პალატის პრეზიდენტმა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) VII ეროვნულ ყრილობაზე თბილისში, საქართველო, 2022 წლის 9 მარტს.

ბატონმა ვორინგერმა ხაზი გაუსვა საკონსულტაციო მექანიზმებში ეროვნული ასოციაციების მთავარ როლს, და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად, „კონგრესი რეკომენდაციას უწევს ეროვნულ ასოციაციებთან კონსულტაციების ყოვლისმომცველი და სტაბილური სისტემის შემოღებას“.

„თქვენი ასოციაცია არის ქართული დემოკრატიული სისტემის ფუნდამენტური ნაწილი, რომელთანაც ჩვენ ვმუშაობთ, რათა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს, როგორც სრულფასოვან პარტნიორებს, შესაბამისი როლი მიენიჭოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში“, - შეაჯამა მან და მიესალმა საქართველოში არსებულ პოზიტიურ ტენდენციას, როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის მხრიდან ადგილობრივ ხელისუფლებასთან სხვადასხვა საკითხებზე რეგულარული კონსულტაციების შესახებ.

ბერნდ ვორინგერი ასევე მიესალმა საქართველოს მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის, ისევე როგორც მისი დამატებითი ოქმის ადგილობრივი ხელისუფლების საქმეებში მონაწილეობის უფლების შესახებ რატიფიცირებას. 2022 წლის 1 ივნისს აღინიშნება დამატებითი ოქმის ძალაში შესვლიდან 10 წელი, რომელიც ამ დრომდე რატიფიცირებულია ევროპის საბჭოს 47 წევრი სახელმწიფოდან 20-ის მიერ.

კონგრესი დემოკრატიის გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველოსთან ერთად ახორციელებს პროექტს „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლებისა და მათი ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხელშეწყობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე რეალური გავლენის მოხდენის მიზნით.

თბილისი, საქართველო 10 მარტი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page