Back შეხვედრები ეფექტიანი კომუნიკაციის გზების განსასაზღვრად უმცირესობათა უფლებებისა და სამართლებრივი მექანიზმების შესახებ

შეხვედრები ეფექტიანი კომუნიკაციის გზების განსასაზღვრად უმცირესობათა უფლებებისა და სამართლებრივი მექანიზმების შესახებ

ევროპის საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები მარნეულში, ახალციხესა და ახალქალაქში. შეხვედრები გაიმართა 25, 27 და 28 თებერვალს სახალხო დამცველის ოფისის, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და  იუსტიციის სამინისტროსთან ერთად თანამშრომლობით.

შეხვედრების ძირითადი მიზანი იყო დისკრიმინაციის წინააღმდეგ არსებული სამართლებრივი მექანიზმების შესახებ ინფორმაციის გაზიარება  და ეფექტიანი გზების განსაზღვრა უმცირესობათა უფლებებისა და სამართლებრივი მექანიზმების შესახებ კომუნიკაციისთვის.  

უმცირესობათა წარმომადგენლები მათ შორის აქტივისტები, ჟურნალისტები და მასწავლებლები, არასამთავრობო ორგანიზაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ შეხვედრებს, მიიღეს პრაქტიკული ინფორმაცია და გაცვალეს მოსაზრებები კომუნიკაციის უკეთესი საშუალებების შესახებ.

საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა“ ფარგლებში, რომელიც საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016 – 2019 წწ სამოქმედო გეგმის ქვეშ ხორციელდება.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page