Back ადვოკატთა ასოციაციის საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა

ადვოკატთა ასოციაციის საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საარჩევნო სისტემის რეფორმის სამუშაო ჯგუფმა განიხილა ასოციაციის მმართველი ორგანოების მომავალი არჩევნები და ასევე, საარჩევნო კანონმდებლობასა და ნორმატიულ ჩარჩოსთან დაკავშირებთ, ევროპის საბჭოს ექსპერტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.

 

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ასოციაციის თავმჯდომარემ, აღმასრულებელმა დირექტორმა, აღმასრულებელი საბჭოსა და ეთიკის კომისიის წევრებმა. ორი სამუშაო დღის განმავლობაში მონაწილეებმა განიხილეს ადვოკატთა შესახებ კანონში და არჩევნების მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებში შესატანი ცვლილებები.

 

ადვოკატთა ასოციაციის მმართველ ორგანოებს ირჩევს ასოციაციის საერთო კრება, რომელიც შედგება 5000-მდე ადვოკატისგან. შეხვედრის დროს, განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ასევე იყო COVID-19-ის გავრცელებასა და შესაბამის შეზღუდვებთან დაკავშირებული რისკის შემცირების სტრატეგია.

 

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „ადვოკატის პროფესიის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნორვეგიის, შვედეთის, დანიის, გერმანიის, ლუქსემბურგის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ლიხტენშტაინის, ლატვიის, ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების ფონდის მხარდაჭერით.

ბორჯომი, საქართველო 11 -12 ივლისი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page