Back ფულის გათეთრების პრევენციის მიზნით განსახორციელებელი ზომები

ფულის გათეთრების პრევენციის მიზნით განსახორციელებელი ზომები

3-4 დეკემბერს თბილისში გაიმართა ტრეინინგი, რომელიც შეეხებოდა იურიდიული პირებისა და ოფშორული ცენტრების გამოყენებით ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ქმედებების ჩადენის თავიდან აცილებას.

ტრეინინგს ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში (AML/CFT) ეროვნულ დონეზე ჩართული უწყებების წარმომადგენლები.

ორ დღიანი სამუშაო შეხვედრის დროს განხილული იქნა რთულ ბენეფიციარულ მესაკუთრეობასთან დაკავშირებული რისკები, AML/CFT ფინანსური ზედამხედველობის გავლენა, ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელების მეთოდები და ინფორმაციის გაზიარების საუკეთესო პრაქტიკა. სამუშაო შეხვედრის დროს განხილული იქნა ტრანსნაციონალურ და ეროვნულ დონეზე ფულად სახსრების მოძრაობასთან, ასევე, ოფშორულ ზონებთან დაკავშირებული მაღალი რისკები, ფინანსური და არაფინანსურ ინსტიტუტებზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის საგანგებოდ ამ ტრეინინგისათვის შემუშავებული კაზუსები.

ღონისძიება განხორციელდა ევროკავშირისა და ევროპისაბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის პროექტის „საქართველოში ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი ინსტიტუტების გაძლიერება“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება 2015 წლიდან.

თბილისი, საქართველოთბილისი, საქართველო | 3-4 დეკემბერი, 2018
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page