Back უსაფრთხო სპორტი ბავშვებისთვის: ბავშვზე სექსუალური ძალადობის აღმოფხვრის დღე

უსაფრთხო სპორტი  ბავშვებისთვის: ბავშვზე სექსუალური ძალადობის აღმოფხვრის დღე

მთავრობებმა და სპორტულმა ორგანიზაციებმა უნდა გააორმაგონ თავიანთი ძალისხმევა რათა დაარღვიონ დუმილი სპორტში ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობაზე, შეაჩერონ ის და იბრძოლონ დაუსჯელობის წინააღმდეგ, აღნიშნა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ბავშვების წინააღმდეგ სექსუალური ექსპლუატაციისგან და სექსუალური ძალადობისგან დაცვის ევროპულ დღესთან დაკავშირებით, რომელიც 18 ნოემბერს აღინიშნება.  

გუნდური მუშაობა, სოლიდარობა, სამართლიანობის სულისკვეთება, წარმატების ჟინი და გართობა- ყველაფერი ეს სპორტს შემოაქვს ბავშვების ცხოვრებაში. ამის საწინააღმდეგოდ, მუდმივ კონკურენციას, ჯილდოზე ორიენტირებულ იერარქიულ სტრუქტურას, სკანდალის თავიდან აცილებას და ავტორიტარულ ლიდერობას შეუძლია დათესოს შიში, სადაც ძალადობის შემთხვევები - მათ შორის სექსუალური ძალადობა უფროსების ან/და თანატოლების მხრიდან - დაფარულია და მსხვერპლები დუმილს ამჯობინებენ.  

 “სპორტული გარემო ხშირად გულისხმობს არათანაბარი ძალების ურთიერთობებს კაცებით დომინირებულ გარემოში, სადაც დაუცველობა სისუსტედ აღიქმება. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, აღნიშნული ბავშვებს სექსუალური ძალადობის მომეტებული რისკის ქვეშ აყენებს“. „სექსუალური ძალადობისგან ბავშვების დაცვა სპორტის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევაა. შესაბამისად, ყველა ჩართული პირი, მშობლები, მწვრთნელები, სპორტსმენები და მმართველი ორგანონები, განსაკუთრებული გულისყურით უნდა მოეკიდონ ამ საფრთხეებს და დაიცვან სპორტით დაკავებული ბავშვები“.

ევროპის საბჭო კი, ამ მიმართულებით დიდ შრომას სწევს. „დაიწყე ლაპარაკის“ ინიციატივა, რომელიც ამა წლის აპრილში ამოქმედდა, აერთიანებს ცნობილ სპორტსმენებს, მწვრთნელებს, კლუბებსა და ფედერაციებს, რომლებსაც „სიჩუმის დამანგრევლების“ ფუნქცია აკისრიათ და მყისიერად რეაგირებენ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრობლემაზე სპორტში. ბავშვებს ამ თემაზეე ლაპარაკი უჭირთ: დაზარალებულ ბავშვებთა ერთი მესამედი ამაზე არასოდეს საუბრობს.

მიმდინარე წლის ოქტომბერში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ევროპის საბჭოსა და ფიფას შორის. ხელმომწერი მხარეები ერთობლივი ძალებით ებრძვიან ბავშვზე  სექსუალურ ძალადობას ფეხბურთში, ევროპის საბჭოს სტანდარტების, სახელდობრ, ევროპის საბჭოს კონვენციის „სექსუალური ექსპლუატაციის და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ გამოყენებით (ე.წ. ლანსაროტის კონვენცია). აღნიშნული კონვენცია ევროპის საბჭოს 44 წევრი ქვეყნის მიერ არის რატიფიცირებული და მასთან მიერთება მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის შესაძლებელია.

ევროპის საბჭოს გაფართოებული ნაწილობრივი შეთანხმება სპორტში (EPAS) ქმნის უნიკალურ ქსელს, რომელიც აერთიანებს იმ მთავრობებსა და  სპორტულ ორგანიზაციებს, რომლებიც მოწადინებულნი არიან სპორტი უფრო ეთიკური, ინკლუზიური და მრავალფეროვანი გახადონ.

სტრასბურგი, საფრანგეთი 15 ნოემბერი, 2018
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page