Back საქართველოს საპილოტე სასამართლოებში მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის სასამართლოს ქოუჩინგის პროგრამა დაიწყო

საქართველოს საპილოტე სასამართლოებში მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის   სასამართლოს ქოუჩინგის პროგრამა დაიწყო

მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) სასამართლოს ქოუჩინგის პროგრამა დაიწყო ექსპერტთა ვიზიტით 2023 წლის 23-25 მაისს ორ საპილოტე სასამართლოში - საქართველოს უზენაეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოებში. ქოუჩინგის პროგრამას ორგანიზებას უწევს პროექტი „სასამართლოს მენეჯმენტის მხარდაჭერა საქართველოში“.

CEPEJ-ის ექსპერტებმა ჩაატარეს ჩაღრმავებული ინტერვიუები სასამართლოს მენეჯერებსა და თანამშრომლებთან, რის შედეგადაც ძირფესვიანად შეაფასეს ამ ორი სასამართლოს სპეციფიკური საჭიროებები. ეს შეფასება მიზნად ისახავდა ღირებული ინფორმაციის შეგროვებას სასამართლოების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას, რომლებსაც ქოუჩინგის პროგრამის ჩატარებისას გაეცემა პასუხი. შეხვედრებზე ექსპერტებმა წარმოადგინეს CEPEJ-ის მეთოდოლოგია და ინსტრუმენტები და სასამართლოებს  საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების მაგალითები გააცნეს, რაც სასამართლოს მენეჯმენტის გაუმჯობესებაში დაეხმარება. 

სასამართლოს ქოუჩინგის პროგრამის განხორციელება საქართველოში, CEPEJ-ის პროექტის ფარგლებში, არის საკვანძო ნაბიჯი ქართული სასამართლო სისტემის მოდერნიზებისა და გაძლიერების გზაზე. CEPEJ-ის ექსპერტთა ექსპერტული ცოდნისა და მითითებების გაზიარების მიზანია საქართველოს უზენაესი და რუსთავის საქალაქო სასამართლოების სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა.

ამ აქტივობას ორგანიზებას უწევს პროექტი - „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზაციის მხარდაჭერა საქართველოში“, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ, პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის III ფარგლებში (2023-2027).

25 მაისი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page