Back

საქართველოს შრომის ინსპექციის წარმომადგენლების ვიზიტი პოლონეთის შრომის ეროვნული ინსპექციის სამსახურში

საქართველოს შრომის ინსპექციის წარმომადგენლების ვიზიტი პოლონეთის შრომის ეროვნული ინსპექციის სამსახურში

2022 წლის 10-12 აგვისტოს, საქართველოს შრომის ინპსექციის წარმომადგენლები პოლონეთის შრომის ეროვნულ ინსპექციას ეწვივნენ ქალაქ ვროცლავში, შრომის ეროვნული ინსპექციის პროფესორ იან როსნერის სახელობის სასწავლო ცენტრში.

პოლონეთის შრომის მთავარი ინსპექტორი, კატარჟინა ლაჟევსკა-ჰრიცკო, შრომის მთავარი ინსპექტორის მოადგილესთან, იოროსლავ ლეშნიევსკისთან ერთად, შეხვდა საქართველოს შრომის ინსპექციის დელეგაციას, შრომის მთავარი ინსპექტორის პირველი მოადგილის ნატო ნათენაძის თაოსნობით. სასწავლო ვიზიტის მთავარი მიზანი იყო საქართველოს წარმომადგენლებისთვის ეფექტური ინსპექტირების მართვის, დაგეგმვისა და განხორციელების პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.

ვიზიტის დროს საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები გაეცნენ პოლონეთში შრომის ინსპექციის სტრუქტურასა და ფუნქციონირებას. აგრეთვე, სხვადასხვა პრაქტიკას, რომელსაც ახორციელებს პოლონეთის შრომის ინსპექცია ცნობიერების ამაღლების, ინსპექტორების გადამზადების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მიმართულებით.

სასწავლო ვიზიტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენდა სამუშაო ადგილზე დაკვირვების გამოცდილება. კერძოდ, საქართველოს შრომის ინსპექციის წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა პოლონელ შრომის ინსპექტორებს სამუშაო ადგილზე კონტროლისა და სამეთვალყურეო საქმიანობის დროს დაკვირვებოდნენ. მონაწილეებისთვის ძალიან საინტერესო გახლდათ ვროცლავის შრომის ინსპექტორების ინსპექტირების პროცესზე დაკვირვება, თუ როგორ აძლევდნენ ინპექტორები ადგილობრივ მეწარმეებს და მოხელეებს რჩევებს, მითითებებს, სთავაზობნდენ რეკომენდაციებს სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.

შრომის ინსპექციის სამსახურის, აგრეთვე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი წარმომადგენლების, შეფასებით, სასწავლო ვიზიტი იყო ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი და რომ მიღებული გამოცდილება და ინფორმაცია, რომელიც პოლონური მხარის მიერ იქნა გაზიარებული, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოში შრომის ინსპექციის სამსახურის ინსტიტუციური გაძილიერების პროცესში.

სასწვალო ვიზიტი ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი წარმოადგენს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ სამოქმედო გეგმის ნაწილს.