Back ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის პროექტის მეორე ფაზის პრეზენტაცია

ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის პროექტის მეორე ფაზის პრეზენტაცია

30 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის შეწყვეტისკენ მიმართული 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ევროპის საბჭომ ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ევროპის საბჭოს კონვენციაზე სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელიც ცნობილია როგორც სტამბოლის კონვენცია. აღნიშნულ შეხვედას, რომელიც თბილისში ჩატარდა, ესწრებოდნენ სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები რათა ერთად განეხილათ სტამბოლის კონვენციის იმპლიმენტაციისას არსებული მიღწევები და გამოწვევები.  

შეხვედრის მიზანი ასევე იყო ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის პროექტის მეორე ფაზის პრეზენტაცია, რომელიც ქვეყანაში ევროპის საბჭოს მიერ წარსულ თანამშრომლობაზეა აგებული.

პროექტის მიზანია ევროპულ სტანდარტებზე, კერძოდ კი ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვეციაზე, ინფორმაციის მიწოდებით და სხვა საჭირო გამოცდილების გაზიარებით საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის თემაზე მომუშავე უწყებების შესაძლებლობების გაძლიერება. 

სტამბოლის კონვენცია არის ერთ ერთი ყველაზე მასშტაბული საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული, რაც ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს. ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეთა დევნა კონვენციის მთავარი ქვეხუთხედებია. კონვენცია საქართველოში ძალაში 2017 წლის 1 სექტემბერს შევიდა.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page