Back მოსამართლეები, პროკურორები და ადვოკატები განიხილავენ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პრაქტიკასა და კანონმდებლობას ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან მიმართებაში

მოსამართლეები, პროკურორები და ადვოკატები განიხილავენ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პრაქტიკასა და კანონმდებლობას ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან მიმართებაში

ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, გენერალური პროკურატურის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და უზენაესი სასამართლოს ორგანიზებით ჩატარდა მოსამართლეების, პროკურორებისა და ადვოკატების შეხვედრა, სადაც მონაწილეებმა განიხილეს იურიდიული პროფესიის წარმომადგენლების მიერ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ძირითადი სირთულეები.

ევროპის საბჭოს ექსპერტებმა შეხვედრაზე წარადგინეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის განხილვის დოკუმენტის მთავარი მიგნებები წინასასამართლო ღონისძიებების გამოყენების ჭრილში. მონაწილეებმა განიხილეს ის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც უნდა განხორციელდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე.

მონაწილეებმა ასევე განიხილეს პრაქტიკისა და შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესების გზები და შეიმუშავეს კონკრეტული რეკომენდაციები.

ღონისძიება ჩატარდა პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა - სასამართლოს რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის (PGG II) ფარგლებში.

30 ივნისი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page