მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეყენებინა საკონსტიტუციო უფლებამოსილება ქვეყანაში პოლარიზაციის განმუხტვისა და თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესისთვის უფრო ხელსაყრელი პოლიტიკური გარემოს შექმნასათან დაკავშირებით.
ჩვენ, პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებს, მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ასევე არის 8 მარტის შეთანხმების შესრულებაში შეტანილი უმთავრესი წვლილი.
მტკიცედ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად განახორციელონ შეთანხმება და თავიანთი როლი ითამაშონ იმაში, რომ წარმატებით იქნას მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის.
კვლავ ყურადღებით დავაკვირდებით 8 მარტის შეთანხმების ყველა ასპექტთან დაკავშირებულ სამომავლო წინსვლას.