Asset Publisher Asset Publisher
Back

ინტერნეტ მმართველობის ფორუმი

ინტერნეტ მმართველობის ფორუმი

ევროპის კავშირის დაფინანსებული პრექტის „ინტერნეტ თავისუფლების დაცვა კანონმდებლობისა და დაინტრესებულ მხარეებისათვის დიალოგის ხელშეწყობის დახმარებით“ ფარგლებში ევროპის საბჭო ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მათ შორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ინტერნეტ საზოგადოება, ICANN, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია და აკადემია, სამაუწყებლო და ონლაინ მედიის წარმომადგენლები ჩაატარა მესამე ეროვნულ ინტერნეტ მმართველობის ფორუმი.

ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახნსა ბატონმა გიორგი ჩერქეზიშვილმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ბატონმა რაულ ეჩებერიამ, ინტერნეტ საზოგადოების გლობალური თანამშრომლბის ვიცე პრეზიდენტმა, ბატონმა კრისიტან ურსემ, ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის ხელმძღანელმა, ქალბატონმა სანდრა ჰოფერიხტერმა, ევროდიგის გენერალუმა მდივანმა, ბატონმა აქსელ პავლიკმა, RIPE NCC გენერალურმა მდივანმა, ქალნბატონმა ალესანდრა კულიკოვამ, – ICANN, გლობალურ პარტნიორთა ჩართულობის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მენეჯერმა, ბატონმა მერაბ ქათამაძემ - კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა და ბატონმა ჩენგეტაი მასანგომ, გაეროს სამდივნოს წარმომადგენელმა.