Back საინფორმაციო შეხვედრა რეგიონული ტელევიზიებისა და რადიო მაუწყებლების ხელმძღვანელებისათვის

საინფორმაციო შეხვედრა რეგიონული ტელევიზიებისა და რადიო მაუწყებლების ხელმძღვანელებისათვის

თბილისში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები რეგიონული ტელევიზიებისა და რადიო მაუწყებლების ხელმძღვანელებისათვის, რომლის მიზანი იყო ინფორმაციის გაზიარება და მსჯელობა საპარლამენტო არჩევნების წინ არსებული მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. შეხვედრას რეგიონული ტელე და რადიო მაუწყებლობების 20 წარმომადგენელი დაესწრო.

შეხვედრის დროს კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა ისაუბრებს იმ საკანონმდებლო ცვლილებებსა თუ გამოწვევებზე, რაც უკავშირდება მედიის ჩართულობას საარჩევნო პროცესში. შეხვედრაზე განიხილეს პოლიტიკური რეკლამა, მედია საშუალებების ვებგვერდებთან და აუდიო-ვიზუალურ პლატფორმებთან დაკავშირებული ასაკობრივი მარკირებისა წესები. ღონისძიებაზე რეგიონული მედიის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, მარეგულირებელ ორგანოსთან პირდაპირ განეხილათ მარეგულირებელ ჩარჩოსთან დაკავშირებული საკითხები.

შეხვედრა ჩატარდა კომუნიკაციების კომისიისა და  საქართველოს რეგიონული მაუწყებლობების ალიანსის ხელშეწყობითა და ევროპის საბჭოს პროექტის “მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ ორგანიზებით.  

თბილისი, საქართველო 8-9 სექტემბერი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page