Back დამოუკიდებელი ინსპექტორის ვებგვერდისა და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის პირველი ანგარიშის პრეზენტაცია, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით

დამოუკიდებელი ინსპექტორის ვებგვერდისა და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის პირველი ანგარიშის პრეზენტაცია, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით

2018 წლის 20 ივნისს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდის (www.independent-inspector.ge) პრეზენტაცია გაიმართა. ვებგვერდი IT კომპანია „ICELIT“-მა შექმნა, ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნული ვებგვერდი შეიცავს მთელ რიგ ისეთ ინოვაციურ მახასიათებელს, როგორიცაა მაგალითად, შშმ პირებზე ადაპტირება, დისციპლინური საჩივრის ელექტრონულად გაგზავნის შესაძლებლობა, ელექტრონული ხელმოწერა და ა.შ.

ვებგვერდის პრეზენტაციისას წარმოთქმულ მისასალმებელ სიტყვაში, კრისტიან ურსემ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ხაზგასმით აღნიშნა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მნიშვნელობა მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით. მან ასევე შეაფასა ვებგვერდის მნიშვნელობა დისციპლინურ პროცესთა გამჭვირვალობისა და ნდობის ამაღლების კუთხით. ვებგვერდის პრეზენტაციის პარალელურად, ქეთევან ცინცაძემ, დამოუკიდებელმა ინსპექტორმა, წარმოადგინა ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის 6 თვიანი ანგარიში. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მოიწონა იდეა, ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის თაობაზე და სურვილი გამოხატა, მსგავსი ფორმატის შეხვედრების პერიოდულად ჩატარებასთან დაკავშირებით.

დამოუკიდებელი ინსპექტორის ვებგვერდის პრეზენტაცია ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის რესპუბლიკის, ნორვეგიის, სლოვაკეთისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

20 ივნისი 2018
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page