Back უკეთესი ჯანდაცვა თავისუფლებააღკვეთილ პირთათვის

უკეთესი ჯანდაცვა თავისუფლებააღკვეთილ პირთათვის

ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, რომელიც 2020 წლის 24-25 თებერვალს თბილისში გაიმართა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ განეხილათ დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო მომსახურების მიწოდების მონიტორინგის ინსტრუმენტის სამუშაო ვერსია.

ევროპის საბჭოს უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების დახმარებით შემუშავებული მონიტორინგის ინსტრუმენტების გაუმჯობესება ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სერვისების მიწოდების ეფექტური მონიტორინგის დანერგვას არსებული სამართლებრივი ნორმების დაცვის, თანამშრომელთა კვალიფიკაციის, თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისა და სხვა საკითხების კონტროლის გზით.

დოკუმენტის საბოლოო ვერსია დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. 

ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის - „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა” - ფარგლებში, რომლის მიზანია დაკავებულ პირთა უფლებების დაცვა, არასრულწლოვან მსხვერპლ/დამნაშავეთა მხარდაჭერა, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა, პოლიციის მიერ ჩადენილი არამართლზომიერი ქმედებებისა და სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გასაჩივრების მექანიზმების გაუმჯობესება. 

ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გასაუმჯობესებლად!

თბილისი, საქართველო 24-25 თებერვალი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page