Back

ტრენინგი ადამიანის უფლებების სწავლებაში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებისათვის

ტრენინგი ადამიანის უფლებების სწავლებაში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებისათვის

8-11 მარტს ევროპის საბჭომ ჩაატარა ტრენერთა ტრენინგი ადამიანის უფლებების სწავლებაში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებისათვის თბილისიდან და რეგიონებიდან. ტრენინგზე განხილული საკითხები მოიცავდა შემდეგ თემებს: ადამიანის უფლებები, სტერეოტიპები და დისკრიმინაცია, ტოლერანტობა და მრავალფეროვნება, ბულინგი, კიბერბულინგი და სიძულვილის ენა.

ტრენინგი მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, ეფექტიანად წარმართონ ადამიანის უფლებათა სწავლების პროცესი კოლეგებთან და მოსწავლეებთან, რათა მათ შეძლონ ამ მიმართულებით საგანმანათლებლო კამპანიებისა და სხვა პრევენციული ღონისძიებების წარმატებით დაგეგმვა და განხორციელება. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სასკოლო გარემოში ადამიანის უფლებათა პატივისცემის კულტურის დამკვიდრებას.

ტრენინგი ჩაატარეს ევროპის საბჭოს ექსპერტებმა, რომლებმაც ასევე შეიმუშავეს ადამიანის უფლებათა სწავლებაზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებისათვის. აღნიშნული პროგრამის მიზანია ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებებისა და არადისკრიმინაციული მიდგომების შესახებ.

ადამიანის უფლებათა სწავლებაზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამის განვითარებას მხარს უჭერს ევროპის საბჭოს პროექტი დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში, რომელიც ხორციელდება საქართველოში 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.