Back ნორვეგიის საარჩევნო პროცესების გაცნობა

ნორვეგიის საარჩევნო პროცესების გაცნობა

2-5 ივლისს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელებისათვის გაიმართა სასწავლო ვიზიტი ნორვეგიაში, თემაზე - საინფორმაციო ტექნოლოგია და არჩევნების ადმინისტრირება.

სასწავლო ვიზიტის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ნორვეგიის საარჩევნო პროცესებსა და საარჩევნო პრაქტიკას სხვადასხვა დონეზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვასა და გამოყენებას არჩევნების ადმინისტრირებისას. დელეგაციის წევრები შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოდერნიზაციის სამინისტროს, საარჩევნო აქტის კომიტეტის სამდივნოს, ნორვეგიის საარჩევნო დირექტორატის, ვიკენ ოლქის საარჩევნო ადმინისტრაციის და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლებს. დასკვნითი შეხვედრა შედგა საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მხარეებმა იმსჯელეს საარჩევნო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.

სასწავლო ვიზიტი გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკის რეფორმა საქართველოში“ ფარგლებში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page