Back საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები განიხილავენ ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლას

საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები განიხილავენ ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლას

2019 წლის 27-28 ნოემბერს ევროპის საბჭოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლობით გაიმართა ტრეინინგი „ტერორიზმის დაფინანსების საქმეების გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა“. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებმა და მოსამართლეებმა.

ტრეინინგზე მონაწილეებმა განიხილეს ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული გამოწვევები, ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მეთოდები და ტექნიკა, უწყებათშორისი და ტრანსნაციონალური თანამშრომლობის მნიშვნელობა, ფარული და ღია საგამოძიებო მოქმედებების გამოყენება, სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება და სასამართლოში მისი მტკიცებულებად გამოყენება.

ღონისძიება განხორციელდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის (PGG) პროექტის „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში” ფარგლებში.  პროექტის განხორციელება დაიწყო 2019 წლის იანვრიდან.

თბილისი, საქართველო 27-28 ნოემბერი 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page