Back საქართველო ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდამჭერი სერვისების მეთოდოლოგიის და ინსტრუმენტის აღრიცხვის პილოტირებას გეგმავს

საქართველო ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდამჭერი სერვისების მეთოდოლოგიის და ინსტრუმენტის აღრიცხვის პილოტირებას გეგმავს

4 ივლისს ევროპის საბჭომ გამართა მრგვალი მაგიდის შეხვედრა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისების შესახებ მონაცემთა აღრიცხვის მეთოდოლოგიის და ინსტრუმენტების განსახილველად.   აღრიცხვის მეთოდოლოგია თვითშეფასების ინსტრუმენტს წარმოადგენს და ეხმარება შესაბამის სამთავრობო უწყებებს არსებული მხარდამჭერი სერვისების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის სტანდარტებთან მიმართებით მიღწეული პროგრესის გაზომვაში. აღნიშნული მეთოდოლოგიის პილოტირება  ძალიან დროულია, რადგან საქართველოს მალე სტამბოლის კონვენციის განხორციელების მონიტორინგზე პასუხისმგებელ ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) მონიტორინგი უწევს.  

სამუშაო შეხვედრაზე წამოიჭრა ბევრი საკითხი  არსებულ სერვისებთან და სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებულ სტანდარტებთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით ევროპის საბჭო მომავალშიც განაგრძობს სამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას და პილოტირების პროცესში ეროვნულ ექსპერტსაც ჩართავს.

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძლა და პრევენცია საქართველოში ფარგლებში.

4 ივლისი, 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page