Back საქართველოში ევროპის საბჭოს „გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმის“ პირველი ტრენერთა ტრენინგი განხორციელდა

საქართველოში ევროპის საბჭოს „გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმის“  პირველი ტრენერთა ტრენინგი განხორციელდა

გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სხვადასხვა სექტორის ჩართულობა ფუნქციური დემოკრატიული სისტემის და დემოკრატიული უსაფრთხოების ხელის შემწყობი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. იგი იძლევა კრიტიკულ საკითხებზე ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის ღია დიალოგის წარმართვის შესაძლებლობას და ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიღების ინკლუზიურ პროცესებს, რასაც საბოლოოდ მივყავართ გადაწყვეტილებებამდე, რომლებიც უკეთ ასახავს მოქალაქეების რეალურ საჭიროებებსა და ინტერესებს.

მონაწილეობით პროცესებში დაინტერესებული მხარეების განსაზღვრის მიზნით, საჯარო უწყებებს შეუძლიათ გამოიყენონ „გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმი“, რომელიც შემუშავებულია ევროპის საბჭოს მიერ გორიზიის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტთან თანამშრომლობით.

აღნიშნული მეთოდოლოგიის საქართველოში დანერგვის მიზნით, ევროპის საბჭომ ორგანიზება გაუწია ტრენერთა ტრენინგს თემაზე „გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმი“. ტრენინგმა გააერთიანა საჯარო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ექსპერტთა 11 წარმომადგენელი, რომლებიც შემდგომ ეტაპზე ხელს შეუწყობენ მეთოდოლოგიის პრაქტიკულ გამოყენებას საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.  აღნიშნულ ტრენინგს წინ უძღოდა მაღალი დონის კონფერენცია თემაზე „სამოქალაქო მონაწილეობის პლატფორმები და პრაქტიკა ადგილობრივ დონეზე“, სადაც ევროპის საბჭომ აღნიშნული მეთოდოლოგია გააცნო  მუნიციპალიტეტების მერებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ტრენინგის განმავლობაში, პრეზენტაციებით, ჯგუფური სავარჯიშოებითა და სიმულაციური აქტივობებით, მონაწილეებმა შეიძინეს სიღრმისეული ცოდნა მექანიზმის გამოყენების შესახებ მუნიციპალიტეტში დაინტერესებული მხარეების განსაზღვრისა და მათი საჭიროებების შესაფასებლად. გარდა ამისა, მონაწილეებმა განიხილეს თუ როგორ შეიძლება დანერგონ აღნიშნული მექანიზმი ადგილობრივ თემებში.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ დემოკრატიის გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

სამოქალაქო მონაწილეობის ინსტრუმენტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ: ევროპის საბჭოს მონაწილეობითი დემოკრატიის გვერდი.

 

კაჭრეთი, საქართველო 22-24 მარტი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page