28 მაისს გაიმართა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამა “პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის” პროექტის “კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში” (PGG II-GE) მმართველი კომიტეტის პირველი შეხვედრა.
კომიტერის წევრებმა მიმოიხილეს პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებში მიღწეული შედეგები, 2019 წლის პრიორიტეტები და მათი განხორციელების დრო დღეისათვის არსებული პროექტის ფარგლებში.
კომიტეტი შედგება პროექტის ძირითადი ბენეფიციარი ინსტიტუტებისა და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში წარმომადგენლებისაგან.
პროექტი “კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში” ერთ-ერთია იმ ექვსი პროექტიდან, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის “პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის” (PGG) ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის მხარდასაჭერად განხორციელებული ინტერვენციების მეორე ეტაპს. პროექტი ეფუძნება 2015 წლიდან ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის მიზნით განხორციელებული ინიციატივების შედეგებს. ამას გარდა, პროექტი დამატებით ყურადღებას გაამახვილებს მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლაზე.