Back ვაგრძელებთ სასამართლო სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობას

ვაგრძელებთ სასამართლო სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობას

სასამართლო სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და   სასამართლო საქმეების გადატვირთულობის შემცირების მიზნით ჩატარებული კვლევის ,,მოსამართლეთა საჭირო რაოდენობა საქართველოში” პრეზენტაცია გაიმართა.

კვლევამ გამოიყენა მონაცემთა ანალიზის როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი მეთოდი: ფოკუს ჯგუფ ინტერვიუები და ევროპის ქვეყნების სასამართლოების შედარებითი ანალიზი. კვლევამ აჩვენა, რომ არსებული საქმეების გათვალისწინებით, მოსამართლეთა ამჟამინდელი რაოდენობა (310) საკმარისი არ არის. შედეგად, შემუშავდა რეკომენდაციები საქმეების გადატვირთულობის პრობლემის აღმოსაფხვრელად, რაც მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდას (დაახლოებით 410 - 450) გულისხმობს.

აქტივობას მხარი დაუჭირეს დონორმა ორგანიზაციებმა: USAID-ის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამა - PROLoG, ევროკავშირის პროექტი EU4Justice და ევროპის საბჭოს პროექტი ,,სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში’’, რომელიც ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიტვის, ნორვეგიის, სლოვაკეთის რესპუბლიკისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

კვლევის პრეზენტაციას ესწრებოდნენ სასამართლო სისტემის, ხელისუფლების, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

თბილისი 18 სექტემბერი, 2018
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page