Back ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის პროექტის „ფულის გათეთრების სფეროში არსებული ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოში“ მმართველმა კომიტეტმა მეორე შეხვედრა გამართა

ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის პროექტის „ფულის გათეთრების სფეროში არსებული ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოში“ მმართველმა კომიტეტმა მეორე შეხვედრა გამართა

2018 წლის 23 თებერვალს ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის პროექტის „ფულის გათეთრების სფეროში არსებული ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოში“  ფარგლებში გაიმართა მმართველი კომიტეტის მეორე შეხვედრა.

შეხვედრაში მონაწილებდნენ პროექტის ძირითადი პარტნიორი და ბენეფიციარი ინსტიტუტების, ასევე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე პროექტის გუნდმა მმართველი კომიტეტის წევრებს წარუდგინა ანგარიში პროექტის დაწყებიდან დღემდე განხორციელებული და მიმდინარე აქტივობების, ასევე, მიღწეული შედეგების შესახებ.

პროექტის 2018 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს  2018 წელს პროექტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული საკითხები, პრიორიტეტები და აქტივობების განხორციელების ვადები.

მმართველი კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს პროექტის მნიშვნელობა ეკონომიკური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და გამოხატეს მზადყოფნა ევროპის საბჭოს მიერ განხორციელებული ტექნიკური დახმარებისათვის  მხარდასაჭერად.

თბილისი, საქართველო 23 თებერვალი 2018
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page