Back ვაყალიბებთ პლატფორმას სასამართლოს ხარისხის მართვის გასაუმჯობესებლად

ვაყალიბებთ პლატფორმას სასამართლოს ხარისხის მართვის გასაუმჯობესებლად

23-24 სექტემბერს კახეთში სასამართლოს მენეჯერთა ფორუმი გაიმართა, რომლის მიზანიცაა ეფექტიანი და ხარისხიანი სასამართლოს მმართველობის სისტემასთან დაკავშირებული წარმატებული მაგალითების გაცნობა, ეროვნული და საერთაშორისო პრაქტიკიდან.

ფორუმმა თავი მოუყარა ყველა 29 სასამართლოს მენეჯერსა და სასამართლოს სხვა თანამშრომლებს მთელი საქართველოს მასშტაბით, მენეჯერთა ძლიერი ქსელის ჩამოსაყალიბებლად და აუცილებელი უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად. ფორუმის შედეგად შეიქმნა პლატფორმა, სადაც მონაწილეებმა ერთმანეთს სასამართლოს მართვასთან დაკავშირებული გამოცდილება, საუკეთესო პრაქტიკა და გამოწვევები გაუზიარეს.

ფორუმი ჩატარდება რეგულარულად და მოიცავს როგორც ინფორმაციის პირისპირ გაცვლას, ასევე ტრენინგის კომპონენტებს. იგი ხელს შეუწყობს ღია დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბებას, ქვეყნის ყველა რეგიონიდან სასამართლო მენეჯერთა მიერ ინფორმაციის გაცვლის გზით.

ფორუმი მხარდაჭერილია ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - მიერ, რომელიც ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის რესპუბლიკის, ნორვეგიის, სლოვაკეთის რესპუბლიკისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page