Back ესეების კონკურსი „მე ვირჩევ თანასწორობას..“ - ახალი დედლაინი

ესეების კონკურსი „მე ვირჩევ თანასწორობას..“ - ახალი დედლაინი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში  და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იწვევენ 15-18 წლის ასაკის მოსწავლეებს მონაწილეობა მიიღონ ესეების კონკურსში, თემაზე მრავალფეროვნება და თანასწორობა საქართველოში; ასევე, სთავაზობენ საქართველოს სკოლებს, საკუთარ კლასებში მოაწყონ თანასწორობისა და მრავალფეროვნების საკითხების გარშემო დისკუსიები.

რა არის თანასწორობა და მრავალფეროვნება?

თანასწორობა და მრავალფეროვნება გულისხმობს განსხვავებული ადამიანების ხელშეწყობასა და მიმღებლობას.  უფრო კონკრეტულად, თანასწორობის არსი იმაში გამოიხატება, რომ ყველა ადამიანის მიმართ, მიუხედავად მისი ეთნიკური/ეროვნული წარმომავლობისა, კანის ფერისა, მოქალაქეობისა, რელიგიისა, ენისა, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა, მოვეპყრათ სამართლიანად და თანასწორად. მრავალფეროვნება ამ განსხვავებულობათა აღიარება და პატივისცემაა, ინკლუზიური გარემოს შექმნის მიზნით.

განათლების სფეროში თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია როგორც მასწავლებლების, ისე მოსწავლეებისთვის. მთავარი მიზანია საკლასო ოთახში შეიქმნას გარემო, სადაც მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ ადამიანები თავიანთი ინდივიდუალური თავისებურებების წყალობით უნიკალურები არიან და არა „სხვანაირები“, ამ სიტყვის უარყოფითი გაგებით.

თანდართულია მასწავლებლებისთვის განკუთვნილი დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ევროპის საბჭოს მიერ შემოთავაზებულ თანასწორობისა და მრავალფეროვნების შესახებ დისკუსიის წარმართვის სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს.

 

ესეს თემა

მე ვირჩევ თანასწორობას, იმიტომ, რომ...?

თემა უნდა განვითარდეს დღევანდელ საქართველოში თანასწორობისა და მრავალფეროვნების მნიშვნელობის ირგვლივ და ემყარებოდეს ავტორის პირად გამოცდილებასა და თვალსაზრისს ან/და საქართველოს ისტორიას, ლიტერატურასა და კულტურას.

მონაწილეობის პრინციპი

  • ესე უნდა დაიწეროს ქართულად
  • მაქსიმალური მოცულობა 1000 სიტყვა
  • ნამუშევრები მოწოდებული უნდა იყოს ელფოსტით, MS Word ფორმატში, 12 pt ზომის (ნებისმიერი ფონტის შემთხვევაში) შავი ფონტით, სტრიქონებს შორის ორმაგი დაშორებით, დანომრილი გვერდებით

გთხოვთ, თქვენი ესე გამოგზავნოთ 2019 წლის 14 დეკემბერამდე, საქართველოს დროით, რაც ესეს მიღების ოფიციალური ბოლოო ვადაა. ბოლო ვადის შემდეგ მიღებული ნამუშევრები არ იქნება განხილული. ნამუშევრები უნდა გამოიგზავნოს მეილზე [email protected]

 

შეფასება

ნამუშევრები შეფასდება ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის წარმომადგენლობითი ჯგუფის, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, პარლამენტის წევრების და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ.

 

ჯილდოები

10 საუკეთესო თემა დამუშავდება კრებულად და სკოლები და ავტორები მიიღებენ გამოცემის ასლებს

პირველი ადგილი

მასწავლებლების თანხლებით, ევროპის საბჭოში (სტრასბურგი, საფრანგეთი) ვიზიტი.

ასევე სხვადასხვა პრიზები გადაეცემათ პირველ ათეულში მოხვედრილ მონაწილეებს.

 

საავტორო უფლება

თქვენი ესეს მოწოდების შემდეგ, ექსკლუზიურ უფლება გვენიჭება, რომ გამოვცეთ და/ან გავავრცელოთ თქვენი ტექსტი ელექტრონულ ფორმატში, ნაბეჭდი ან ნებისმიერ სხვა  სახით. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი სახელი ტექსტში ყოველთვის გარკვევით იყოს მითითებული და ვიტოვებთ  ტექსტში აუცილებელი სარედაქციო ცვლილებების შეტანის უფლებას. ტექსტში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ შევიტანთ თქვენთან კონსულტაციის გარეშე.

ესეების კონკურსი ტარდება საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ეგიდითა და მე ვირჩევ თანასწორობის კამპანიის ფარგლებში. კამპანია ხორციელდება ევროპის საბჭოს პროექტის დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა მიერ, ევროპის საბჭოს 2016 – 2019 წწ სამოქმედო გეგმის ქვეშ დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page