Back

მონაწილეობითი დემოკრატიის ზამთრის საერთაშორისო სკოლა

მონაწილეობითი დემოკრატიის ზამთრის საერთაშორისო სკოლა

მონაწილეობითი დემოკრატიის ზამთრის საერთაშორისო სკოლა

ევროპის საბჭოს არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის დეპარტამენტი (Division of Elections and Participatory Democracy) აცხადებს აპლიკაციების მიღებას მონაწილეობითი დემოკრატიის ზამთრის საერთაშორისო სკოლისთვის, რომელიც შეეხება საზოგადოების ჩართულობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით გაეცნონ ევროპის საბჭოს სტანდარტებს, მექანიზმებსა და კარგ საერთაშორისო პრაქტიკას მონაწილეობითი დემოკრატიის სფეროში. ზამთრის სკოლა ჩატარდება თბილისში, 6-10 დეკემბერს და უმასპინძლებს მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყნიდან: საქართველო, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა და უკრაინა. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 25 ოქტომბერი, 2021. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ინგლისურ ენაზე.