Back

განვიხილავთ სამუშაო დოკუმენტს მონაცემების შეგროვების გაუმჯობესების შესახებ

6-8 თებერვალი, 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
  • Imprimer en PDF
განვიხილავთ სამუშაო დოკუმენტს მონაცემების შეგროვების გაუმჯობესების შესახებ

6-8 თებერვალს ევროპის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა შეხვედრები სამუშაო დოკუმენტის განსახილველად, რომელიც ასახავს რეკომენდაციებს, თუ როგორ შეგროვდეს მონაცემები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების, სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის შემთხვევებზე საქართველოში.

სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესების საკითხზე სამუშაო ჯგუფმა, რომელიც შედგება შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს, სასამართლოს, იურიდიული დახმარების სამსახურისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისგან, 7-8 თებერვალს განიხილა რეკომენდაციების მონახაზი, რომელიც შემუშავდა ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტის მიერ. შეხვედრამდე, აღნიშნული საკითხი ასევე იყო განხილული 6 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

შეხვედრები წარმოადგენდა პლატფორმას სიღრმისეული დისკუსიებისთვის თუ როგორ გაუმჯობესდეს მონაცემთა შეგროვების მექანიზმი საქართველოში. შეხვედრების შედეგები აისახება საბოლოო დოკუმენტში.

სამუშაოები სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესების შესახებ ევროპის საბჭოს სტანდარტებთან დაახლოებისა და პრაკტიკის გაზიარების მიზნით დაიწყო 2018 წლის სექტემბერში. იგი ითვალისწინებს რეკომენდაციებისა და სახელძღვანელო პრინციპების შემუშავებას და შესაძლებლობების გაძლიერებას.

ამ პროცესს მხარს უჭერს ევროპის საბჭოს პროექტი დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა“, რომელიც საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016 – 2019 წწ სამოქმედო გეგმის ქვეშ ხორციელდება.