Back

ევროპის საბჭო მხარს უჭერს “წადი არჩევნებზე” ინიციატივებს და ამომრჩეველთა განათლების კამპანიას

ევროპის საბჭო მხარს უჭერს “წადი არჩევნებზე” ინიციატივებს და ამომრჩეველთა განათლების კამპანიას

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში მხარს უჭერს „წადი არჩევნებზე“ ინიციატივებს და ამომრჩეველთა განათლების კამპანიას, რათა წაახალისოს საქართველოს მოქალაქეების 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში აქტიური ჩართულობა.  წამახალისებელი და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები ხორციელდება ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან - არჩევნებისა  და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA) იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი და სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო (PMMG) - თანამშრომლობით.

კამპანიის მიზანია ამომრჩევლებს მიაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო უუფლებობებზე, ახლად შეცვლილი რეგულაციებისა და კარგი პრაქტიკის შესახებ. ინიციატივების „წადი არჩევნებზე“ ფარგლებში იმართება დებატების კონკურსი, პოდკასტები, ჰაკათონები და ტრენინგები, რაც ხელს შეუწყობს არჩევნებში მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობას და დემოკრატიზაციის პროცესებს ქვეყანაში. ღონისძიებები იმართება თბილისში და რეგიონებში, თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში - ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, გორი, რუსთავი, ნინოწმინდა, ახალქალაქი, მარნეული და გარდაბანი.

კამპანია ხორციელდება ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში.