Back

ევროპის საბჭომ დაიწყო ახალი პროექტი, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 620 000 ევროს

14 ივნისი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
  • Imprimer en PDF
ევროპის საბჭომ დაიწყო ახალი პროექტი, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 620 000 ევროს

ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში დაიწყო ახალი პროექტი „ადამიანის უფლებათა სტანდარტებისა და სწავლების იმპლემენტაციის გაძლიერება საქართველოში“, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების გამოყენების გაძლიერებას ეროვნულ დონეზე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმაჯობესებას.  

ღონისძიება გახსნა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში ნატალია ვუტოვამ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა, საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივანმა ამირან გულუაშვილმა, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ალუდა ღუდუშაურმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შერვაშიძემ და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის სტანდარტების იმპლემენტაციის დეპარტამენტის უფროსმა ფრედერიკ დოლტმა.

პროექტი გააუმჯობესებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საზედამხედველო ეროვნული მექანიზმის შესაძლებლობებს. პროექტი ასევე იმუშავებს უნივერსიტეტებისა და სამართლის სკოლების სასწავლო კურიკულუმებში ახალი/განახლებული სავალდებულო კურსების დანერგვაზე და ზოგიერთი არსებული ან საჭიროების შემთხვევაში HELP-ის (ადამიანის უფლებების სწავლება იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისთვის) ახალი კურსების ადაპტირებასა და განხორციელებაზე. 

პროფესიული სწავლების ეროვნული დაწესებულებების შესაძლებლობების გაუმჯობესება პროექტის კიდევ ერთი სამიზნე სფეროა. ამ თვალსაზრისით, პროექტი ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების მიმართულებით ეროვნულ ტრენერთა ჯგუფის შექმნას. დაახლოებით 60 პროფესიონალი ექსპერტისაგან შემდგარი ჯგუფი დაკომპლექტდება იურიდიული პროფესიის წარმომადგენლისაგან.

 პროექტი გააუმჯობესებს თანამშრომლობას სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ ინსტიტუტებთან.